Thursday, March 24, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლაზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისისით. გავეცანით პროექტის პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას. ვიმუშავეთ პრეზენტაციის აწყობაზე. შევქმენით სლაიდები სქემებისა და ფოტოების გამოყენებით.

Tuesday, March 22, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს. კერძოდ, განვიხილეთ საავტორი უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.

Sunday, March 20, 2016

მესამე დღის რელექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტებისა და განმავითარებელი შეფასებების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები. ამოვწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები.
განვიხილეთ მიმართულებების მიმცემი საკვანძო (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი)კითხვები.

Saturday, March 19, 2016

მეორე დღის რეფლექსია

ამ ტრენინგმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.  შევქმენით საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად. გავეცანით   პროექტის გეგმის შაბლონს და შესაბამისად  შევინახეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. ასევე გავეცანით  პორტფოლიოს ჩეკლისტს და განვათავსეთ  შეფასებების საქაღალდეში.

Sunday, March 13, 2016

მოლოდინი ...

  საინტერსო ტრენინგია. იმედი მაქვს შევძლებ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.